Saturday, June 27, 2015

სასწავლო პროექტი - საქართველოს ბანკებში სესხების გაცემის პირობები

პროექტის სახელწოდება: საქართველოს ბანკებიდან სესხების გაცემის პირობები.

1. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა ბანკებიდან სხვადასხვა ტიპის სესხების (სამომხმარებლო, იპოთეკური, სახელფასო) გაცემის პირობებს დოლარებში და ლარებში.

2. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე ეკონომიკური სივრცე ხშირად მოითხოვს მოქალაქეებისაგან მიმართონ ბანკებს სესხისათვის

3. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძებნიან ინფორმაციას ინტერნეტით, ესტუმრებიან ბანკებს, შეისწავლიან სხვადასხვა ტიპის სესხებზე დარიცხულპროცენტს.

4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე.

6.მოსალოდნელი შედეგები: ბუკლეტები ცალკეულ ბანკებში გაცემული სესხების  სარგებელზე.

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასალები ბანკებიდან, ინტერნეტი.

8. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან, ესტუმრებიან ბანკებს. მოპოვებული მასალის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მოაწყობენ განხილვას, დაამზადებენ ბუკლეტებს, პრეზენტაციებს, ატვირთავენ ინფორმაციას ბლოგზე, მოაწყობენ შემაჯამებელ შეხვედრას, მოიწვევენ სტუმრებს.

9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს შეუძლიათ მოპოვებული მონაცემების მოწესრიგება და  ხელსაყრელი ფორმით  წარმოდგენა დასმული ამოცანის გადასაწყვეტად.

10. პროექტის ხელმძღვანელი: მზექალა კოპალიანი.

11. ხელმძრვანელის ელ. ფოსტა: mzekalakopaliani@gmail.com

12. პროექტის ბლოგი: mzekalakopaliani.blogspot.com.

Tuesday, June 23, 2015

მოგესალმებით!მე ვარ მზექალა კოპალიანი .მათემატიკის მასწავლებელი.

ის ტრენინგებმა მომცა რაღაც -რაღაც უნარები. მე შევეცდები ეს უნარები გამოვიყენო ჩემი პროფესიული ზრდისთვის.